სამრეწველო ალერგენთა მთავარი თვისებაა, ორგანიზმში მოხვედრისას შერჩევითად დააზიანოს ესა თუ ის ქსოვილოვანი ცილა, წარმოქმნას ანტიგენური თვისების მქონე ნაერთი, რაზეც ორგანიზმი ანტისხე-ულთა გამომუშავებით და ალერგიული გამოვლინებებით პასუხობს.
ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ალერგენებია:
ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ალერგენებია:
- ლითონები - ქრომი, ნიკელი, ბერილიუმი, რუბიდიუმი, კობალტი;
- სინთეზური შენადნობები - ფორმალდეჰიდი, კანიფოლი, ეპიქლორჰიდრინი;
- მიკრობიოლოგიური სინთეზით მიღებული ფერმენტული პრეპარატები - პროტეაზები, პექტინაზები, ამილაზები, ცელულაზები;
- კოსმეტიკური ნაწარმი - კონსერვანტები, საღებავები, ანტიოქსიდანტები, ემულგატორები, სინთეზური არომატული ნივთიერებები;
- ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებანი, რომლებიც გამოიყენება სარეცხ საშუალებებში - ოლეფინსულფატები, ალკილსულფატები, სულფანოლები;
- პესტიციდები - კაპტანი, ლინდანი, აცეროქლორიდი, ჰეპტატიურამი, პარათიონი, პოლიქლორპინენი.
No comments:
Post a Comment