ალერგია

1 comment:

  1. ბევრი ალერგიას უკანასკნელი წლების გამოძახილად მიიჩნევს თუმცა იგი სრულიადაც არ არის თანამედროვე-მას ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მეხუთე მეოთხე საუკუნეებშიც იცნობდნენ.ჰიპოკრატე ნაშრომებში ზოგიერთი საკვების მიღების შემდეგ კანზე გაჩენილ ავადმყოფურ გამონაყარს ახსენებს,თუმცა თავად ტერმინი ალერგია მედიცინაში ავსტრიელმა პედიატრმა პირკეკემ 1906 წელს დანერგა მან პირველმა შეამჩნია პაციენტების ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა,რომ ისინი გარეგან ფაქტორთა:მტვრის ნაწილაკების,მცენარეთა მტვრისა და ზოგიერთი საკვების-ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგი იყო.ამა თუ იმ გარეგანი ფაქტორისადმი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას ჰიპერმგრძნობელობა ეწოდდა.ზოგადი ალერგიული ფონის მატებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს;
    1)სწრაფი ქიმიზაცია და ინდუსტრიალიზაცია,სახალხო მეურნეობაში ქიმიური ნივთიერებების ფართო გამოყენება,რომელთა უმრავლესობასაც ალერგიული თვისებები აქვს,
    2)თანამედროვე ადამიანის კვების თავისებურებები;
    3)სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებს კონტაქტური ალერგიული რეაქციების განვითარებაში;
    4)მედიკამენტების ხელმისაწვდომობა-წამლების თავისუფლად შეძენის შესაძლებლობამ მედიკამენტთა უმართებულო და უკონტროლო მოხმარება გამოიწვია,რასაც ალერგიულ რეაქციათა გახშირება მოჰყვა;
    5)გარემოს(წყლის,ჰაერის,ნიადაგის)დაბინძურება-ეკოლოგიური სისტემების უსუფთაობა და თვითგაწმედის პროცესების მოშლა ორგანიზმში მავნე ნივთიერებების,მათ შორის-მრავალი ალერგენის მოსახვედრად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

    ReplyDelete